ევრაზიის რეგიონალური ენის პროგრამა

გაიარეთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი  ენის ინტენსიური  კურსი საზღვარგარეთ (სომხური, უზბეკური… 16-მდე ენა);

ევრაზიის რეგიონულ  ენათა პროგრამა (ERLP) გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის კურსებს, სპეციალურად შემუშავებულ კულტურულ პროგრამებსა და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, თუკი გადაწყვეტთ  ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, რუსეთის, უკრაინისა და მოლდოვას ენათა შესწავლას..

მონაწილეები გადიან 16 ევრაზიული ენის ინტენსიურ, ზედმიწევნით ინდივიდუალიზებულ სასწავლო პროგრამას, რომელთა შორისაა  სპარსული და მისი სახესხვაობა 一 დარი, ქართული, თურქული და უზბეკური ენები.

პროგრამით გათვალისწინებულია ადგილობრივ ოჯახში ცხოვრება, კულტურული ღონისძიებები და ენის პარტნიორები. მონაწილეები სარგებლობენ უპრეცედენტო შესაძლებლობით მთლიანად ჩაერთონ ყოველდღიურ ადგილობრივ ცხოვრებაში და თან მიიღონ მუდმივი მხარდაჭერა და მითითებები ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლებისგან. 

ამჟამადპროგრამაგთავაზობთშემდეგ კურსებს ქვემოთ აღნიშნულ ქალაქებსა და ქვეყნებში:

  • ერევანი, სომხეთი - სომხური

  • ბაქო, აზერბაიჯანი - აზერბაიჯანული და თურქული (თურქულის სწავლა შესაძლებელია მხოლოდ შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში)

  • თბილისი, საქართველო - ჩეჩნური და ქართული

  • ალმაატა, ყაზახეთი - ყაზახური

  • ბიშკეკი, ყირგიზეთი - ყირგიზული

  • ჩისნაუ, მოლდოვა - რუმინული

  • სხვადასხვა ქალაქი რუსეთში - ბაშკირული, ბურიატი, თათრული და იაკუთი

  • დუშანბე, ტაჯიკეთი - პუშტუ, სპარსული (დარი, ფარსი, ტაჯიკური), და უზბეკური

  • კიევი, უკრაინა - უკრაინული

ვებგვერდი:

http://www.acstudyabroad.org/erlp

 

საკონტაქტო პირი:

ტიმოთი ბლაუველთი

სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი