FLEX Global Program
აღმოაჩინე FLEX Global პროგრამა,
აღმოაჩინე სამყარო!
რა არის FLEX Global პროგრამა?
FLEX Global არის პროგრამა, რომელიც შერჩეული ქვეყნების საშუალო სკოლის ასაკის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი აკადემიური წელი გაატარონ შეერთებულ შტატებში, იცხოვრონ მასპინძელ ოჯახში და ისწავლონ ამერიკულ საშუალო სკოლაში. FLEX Global ეფუძნება Future Leaders Exchange (FLEX) პროგრამის, რომელიც 30 წელზე მეტია ხორციელდება, და Kennedy-Lugar Youth Exchange and Study (YES) პროგრამის, რომელიც თითქმის 25 წელია ხორციელდება, მრავალწლიან გამოცდილებას.
FLEX Global-ის მიზანია ახალგაზრდა ლიდერების ქსელის განვითარება, რომლებიც უკეთ გაიგებენ და მხარს დაუჭერენ აშშ-ის კულტურასა და პრიორიტეტებს, განსაკუთრებული აქცენტით მეწარმეობაზე, ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე (AI), ასევე ლიდერობაზე. FLEX Global არის მაღალი კონკურენციის, დამსახურებაზე დაფუძნებული გაცვლითი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს და ადმინისტრირებას უწევს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო (ECA). პროგრამა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი აკადემიური წელი გაატარონ აშშ-ში მასპინძელ ოჯახში, ისწავლონ ამერიკულ საშუალო სკოლაში, ჩაერთონ საზოგადოებრივ აქტივობებში, განივითარონ ლიდერული უნარები და მონაწილეობა მიიღონ American Excellence-ის დამატებით აქტივობებში, რომლებიც ბიზნესზე, ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაზეა ორიენტირებული. ახალგაზრდა ლიდერები სამშობლოში დაბრუნდებიან ახალი უნარებითა და ცოდნით, გამოიყენებენ მიღებულ გამოცდილებას საკუთარი თემის სასარგებლოდ და გახდებიან შეერთებული შტატების გრძელვადიანი პარტნიორები.
FLEX Global პროგრამას ადგილობრივ დონეზე მხარს უჭერენ აშშ-ის ათასობით მოქალაქე და ადგილობრივი საშუალო სკოლა, რომლებიც ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე მასპინძლობენ, ასწავლიან და მხარს უჭერენ მოსწავლეებს.
გსურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
გაეცანით დამატებით დეტალებს და შეავსეთ განაცხადი.
მონაწილეობა უფასოა!
რას უზრუნველყოფს პროგრამა?
მგზავრობას ამერიკის მიმართულებით და უკან.
ყოველთვიურ სტიპენდიას.
განსახლებას ამერიკელ მასპინძელ ოჯახში და ჩარიცხვას ამერიკულ სკოლაში.
პროგრამის საორიენტაციო აქტივობებს, როგორიცაა წინაგასამგზავრებელი ორიენტაცია.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ა.შ.შ.-ში.
კურსდამთავრებულთა მხარდაჭერას.
პროგრამის კრიტერიუმები (2027-28):
მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2010 წლის 1 იანვრიდან - 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მონაწილე უნდა იყოს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასელი.
მოსწავლე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები ა.შ.შ.-ში 90 დღეზე მეტი.
მოსწავლე უნდა აკმაყოფილებდეს ა.შ.შ.-ის ვიზის მოთხოვნებს.
მონაწილემ აპლიკაცია უნდა შეავსოს იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეც არის.
როგორ შეირჩევიან მონაწილეები?
მონაწილეების შერჩევა ხდება სამ ეტაპად:
1-ლი ეტაპი: პირადი ინფორმაცია და 3 ესე.
მე-2 ეტაპი: მოკლე (15 წუთიანი) ინგლისურის ტესტი.
მე-3 ეტაპი: მშობლებთან შეხვედრა, ინგლისური ენის ტესტირება, დამატებითი ესეები, აპლიკაცია, გასაუბრება.
2027-28 წლის პროგრამისთვის განაცხადი მიიღება 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დააჭირეთ ზედა ღილაკს.