FLEX Abroad
უმასპინძლე ამერიკელ მოსწავლეს
პირველად საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები იწყებენ „FLEX Abroad“ პროგრამის განხორციელებას.
FLEX Abroad არის უნიკალური პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ამერიკელ მაღალკლასელებს, ისწავლონ საქართველოში და იცხოვრონ ქართულ მასპინძელ ოჯახებში. პროგრამა მიზნად ისახავს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაფართოებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და გრძელვადიანი მეგობრული კავშირების დამყარებას. 2022 წლის სექტემბრიდან, ერთი აკადემიური წლით, თბილისში ჩამოვა ოთხი ამერიკელი მოსწავლე ორეგონის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიის შტატებიდან. ამერიკელ მაღალკლასელებს უმასპინძლებს ნიუტონის თავისუფალი სკოლა, ბაქსვუდის სკოლა და ევროპული სკოლა, რომლებიც სასწავლო პროგრამასთან ერთად, მოსწავლეებს შესთავაზებენ მრავალფეროვან დამატებით აქტივობებს.
აღსანიშნავია, რომ მთელი წლის განმავლობაში, „FLEX Abroad“ პროგრამა უზრუნველყოფს ამერიკელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შემსწავლელ კურსებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და გასვლით აქტივობებს ქართული მემკვიდრეობისა და ტრადიციების უკეთესად გაცნობის მიზნით.
თუ გსურთ უმასპინძლოთ ამერიკელ მოსწავლეს შეავსეთ აპლიკაცია