პროფესიული პრაქტიკის პროგრამა

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) არის ორმხრივი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის. პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლი და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლობა ამერიკულ და ქართულ ორგანიზაციებს შორის, რათა ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტის გზები.

პროგრამის ფინალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა 5-6 კვირიანი სტაჟირება გაიარონ შტატის საკანონმდებლო, ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ან არასამთავრობო ორგანიზაციებში. ასევე, ისინი ერთვებიან შტატის მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობისა და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში.

მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს

  • პროგრამის დაწყებისას ასაკი უნდა იყოს 25-დან 40 წლამდე. მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც სტიპენდიის პირველ დღეს 25 წლის გახდება ან სტიპენდიის ფარგლებში 41 წლის გახდება.

  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება ზემოთხსენებული საბუთ(ებ)ი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ის გამოცდას;

  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;

  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო ან არასამთავრობო სექტორში;

  • უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო ან არასამთავრობო სექტორში;

  • უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

შერჩეული მონაწილეები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის მაისი–ივნისის პერიოდში გაემგზავრებიან. გამგზავრებამდე კი შერჩეული მონაწილეები დაესწრებიან ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეში გაფრენისწინა ორიენტაციას, რომლის ადმინისტირებას ამერიკული საბჭოები უზრუნველყოფს.

ელექტრონიული აპლიკაციის შესავსება შესაძლებელია შემდეგ პლატფორმაზე: ais.americancouncils.org/pfp. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა არის 2025 წლის 31 ივლისი.

ელ-ფოსტა : pfp@americancouncils.org.
ვებ გვერდი: www.professionalfellows.americancouncils.org
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით პროგრამის კურსდამთავრებულების ისტორიებს.

პროგრამის საკონტაქტო:

pfp@americancouncils.org.

ხშირად დასმული კითხვები