პროფესიული პრაქტიკის პროგრამა
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) არის ორმხრივი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის. პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლი და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლობა ამერიკულ და ქართულ ორგანიზაციებს შორის, რათა ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტის გზები.
პროგრამის ფინალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა 5-6 კვირიანი სტაჟირება გაიარონ შტატის საკანონმდებლო, ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ან არასამთავრობო ორგანიზაციებში. ასევე, ისინი ერთვებიან შტატის მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობისა და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში.
2024-2025 წლის პროგრამის ფინალისტები ორი ეტაპისგან შემდგარი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან:
ეტაპი I: პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია;
ეტაპი II: ნახევარფინალისტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში.
ფინალისტების შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი კომისიის წევრები იღებენ ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისთან ერთად.
მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს
პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე (დაბადებული 1990 წლის 1-ლი მაისიდან - 2000 წლის 1-ლ მაისამდე);
უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება ზემოთხსენებული საბუთ(ებ)ი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ის გამოცდას;
უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო ან არასამთავრობო სექტორში;
უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო ან არასამთავრობო სექტორში;
უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.
შერჩეული მონაწილეები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2025 წლის მაისი–ივნისის პერიოდში გაემგზავრებიან. გამგზავრებამდე კი შერჩეული მონაწილეები დაესწრებიან ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეში გაფრენისწინა ორიენტაციას, რომლის ადმინისტირებას ამერიკული საბჭოები უზრუნველყოფს.
ელექტრონიული აპლიკაციის შესავსება შესაძლებელია შემდეგ პლატფორმაზე: ais.americancouncils.org/pfp. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა არის 2024 წელის 30 აპრილი (16:00 საათი EST).
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს – ნინო ჯიბუტს:
ელ. ფოსტა: Georgia-PFP@americancouncils.org
ვებ გვერდი: www.professionalfellows.org
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით პროგრამის კურსდამთავრებულების ისტორიებს.
პროგრამის საკონტაქტო:
ხშირად დასმული კითხვები
-
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა არის ორმხრივი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის. პროგრამის მიზანია, ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლის და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა. ასევე, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულ და ქართულ ორგანიზაციებს შორის, რათა ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა.
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
-
კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკული საბჭოები დაფარავს ყველა (მგზავრობის, დაზღვევის, ვიზისა და ცხოვრების) ხარჯს.
-
ფინალისტების შერჩევა ხდება აპლიკაციისა და ინტერვიუს საფუძველზე. ფინალისტების შერჩევა ხდება აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით.
-
გთხოვთ, გადახედოთ პროგრამის კრიტერიუმებს ჩვენს ვებ-გვერდზე:
https://americancouncils.org/pfp. აღნიშნული კრიტერიუმები ვრცელდება განურჩევლად ყველა მონაწილეზე არ მოხდება გამონაკლისების დაშვება.
-
აპლიკაცია შეგიძლიათ შეავსოთ ონლაინ: www.ais.americancouncils.org/pfp
-
PFP-ის ფინალისტების განთავსება ხდება მასპინძელ ოჯახში, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ან სასტუმროში.
ყველა ფინალისტს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს „კულტურის გაცვლაში“, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს: ამერიკულ ოჯახში ცხოვრებას თუ ექსკურსიებს.
-
ამერიკული საბჭოები არჩევს მასპინძელ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს მსგავს საკითხებზე. ფინალისტებს შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი სასურველი მასპინძელი ორგანიზაცია, თუმცა ამერიკული საბჭოები იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მასპინძელ ორგანიზაციის შერჩევაში. იქიდან გამომდინარე რომ ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები განსხვავდება ამერიკასა და საქართველოში, შესაძლებელია ფინალისტი განთავსდეს განსხვავებული სტრუქტურის ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობს მსგავს საკითხებზე.
-
შერჩევის შემთხვევაში, ამერიკული საბჭოები ეხმარება მონაწილეებს J-1 ტიპის ვიზის განაცხადის შევსებაში და დაფარავს ვიზის მოსაკრებელს. თუ მონაწილე ვერ მიიღებს J-1 ვიზას, ამ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს პროგრამაში მონაწილეობას.
ვიზის გაცემა არის ამერიკის საკონსულოს პრეროგატივა და ამერიკულ საბჭოები ვერ ჩაერთვება ამ პროცესში.
-
არა, აპლიკაციის შევსების პერიოდში ყველა მონაწილე უნდა იმყოფებოდეს საქართველოში.
-
PFP-ის გამოცდილება დიდწილად დამოკიდებულია ფინალისტის მონდომებაზე. ყველაზე წარმატებულ ფინალისტებს პროგრამაში მონაწილეობამდე დასახული აქვთ მიზნები, კარგად იციან თუ რისი მიღება სურთ აღნიშნული პროგრამიდან. მასპინძელი ორგანიზაციები ფინალისტებს საშუალებას აძლევენ ჩაერთონ მნიშვნელოვან შეხვედრებში, კვლევებში, პრეზენტაციებსა და ოფისის ღონისძიებებში.